weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთში სახლები და ნაკვეთები დაიტბორა

15:23 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ქალაქ ლანჩხუთში ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საკარმიდანო ნაკვეთები დაიტბორა. დახოცილია ფრინველი და წვრილფეხა საქონელი.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „რეგინფოს“ უთხრეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლია დატბორილი. მათივე ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი მუდმივად იზრდება.

სტიქიის შედეგად დაზარალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები ღრმაღელე, სუფსა, ჭანჭათი, ნიგოეთი, ნიგვზიანი, ჩაბათი, აკეთი და ჭყონაგორა, სადაც წაღებულია ხიდები, დატბორილია სახლები, გზები და ნაკვეთები. ზოგიერთ სოფელში მეწყერია ჩამოსული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, საგანგებო შტაბი უკვე შექმნილია და ზარალს ითვლიან. მისივე განცხადებით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 17 ივნისამდე გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]