weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

15:54 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს. კონკურსი ცხადდება სამი თემატური მიმართულებით:

სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება; სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა; სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.

სამივე საგრანტო მიმართულებაზე, ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი 300 000 ლარია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში http://tpdc.ge/maswavlebeli1/sh.php

საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე.

ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას მოგვცემს: მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მომსახურებები გახდეს მრავალფეროვანი, ციკლური და ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული; მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ხელი შეეწყოს ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას; საგრანტო კონკურსების საშუალებით შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა აქტორებს შორის პარტნიორობის სტიმულირება, სკოლების ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, საჭიროებებსა და კონკრეტულ შედეგებზე მეტი ფოკუსირება. განთლების სფეროში მოხდეს გარე, დამოუკიდებელი მიმწოდებლების განვითარების სტიმულირება და ექსპერტული ცოდნის დაგროვება. ასევე, გაიზარდოს ცენტრის მენეჯმენტის ეფექტიანობა და გაჩნდეს პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე რესურსების მეტად ფოკუსირების შესაძლებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]