weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი

16:15 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

მობილური აპლიკაცია NAPR, რომელიც საჯარო რეესტრში შეიქმნა, მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. აპლიკაციის გადმოტვირთვა App Store–დან და Play Market–იდან არის შესაძლებელი.

მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს უძრავი ქონების ამონაწერი, გაეცნოს მესაკუთრის ვინაობას, რეგისტრირებულ ფართობს და ამონაწერში ასახულ სხვა მონაცემებს, თვალი ადევნოს სარეგისტრაციო წარმოების სტატუსს და დაათვალიეროს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული ყველა ტრანზაქცია.

მობილური აპლიკაციით სასურველი უძრავი ქონების მოძებნა განცხადების ნომრით, პიროვნების/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემებით, მისამართითა და საკადასტრო კოდით არის შესაძლებელი.

ამასთანავ, GPS სენსორის მეშვეობით, 360°-ის რადიუსზე, სასურველი მიმართულებით მოწყობილობის მიტრიალებისას, აპლიკაცია ტერიტორიულად ახლომდებარე რეგისტრირებული უძრავი ქონების ჩამონათვალს, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ობიექტებამდე დაშორების მანძილს აჩვენებს. გასათვალისწინებელია, რომ ძებნის ამ ფუნქციით სარგებლობისთვის GPS სისტემის გამართულად მუშაობაა საჭირო (შენობის შიგნით შესაძლოა მოწყობილობამ GPS კოორდინატები ვერ მიიღოს).

მობილური აპლიკაცია უძრავ ქონებაზე 2017 წლის 20 თებერვლის შემდეგ მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინ სისტემაში გადამოწმების საშუალებასაც იძლევა. აპლიკაციით, ამონაწერთან ერთად, ბიტკოინ ტრანზაქციის იდენტიფიკატორისა და ბიტკოინის ჰეშის ნახვაც არის შესაძლებელი.

„მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დისტანციური მომსახურების განვითარება საჯარო რეესტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს მობილურ აპლიკაციებს სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ჩვენც ვვარაუდობთ, რომ საჯარო რეესტრის მობილურ აპლიკაციას, რომელიც მუდმივად შეივსება ახალ-ახალი სერვისებით, ბევრი მომხმარებელი ეყოლება“, - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

NAPR აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის არის ხელმისაწვდომი.

აპლიკაციას უახლოეს მომავალში უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების, რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის შესწორებისა და საკადასტრო გეგმის მომზადების ფუნქციები დაემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]