weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

17:15 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული 45 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ გირესუნის საავადმყოფოში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

მამაკაცი ანსამბლ „ერისიონის“ ოპერატორი იყო. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ექიმმა გარდაცვლილის ახლობლებს განუმარტა, რომ დაშავებულს ძლიერი სისხლჩაქცევები განუვითარდა და მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა.

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ავტობუსი, რომლითაც ანსამბლ „ერისიონის“ საბავშვო სტუდია „ლამპრების“ წევრები ბულგარეთში ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ, გზაზე გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის თურქეთის სამედიცინო დაწესებულებებში 4 დაშავებული რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]