weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქობულეთში პოლიციელმა მოქალაქეს ესროლა

12:08 შაბათი, 22 ივლისი 2017

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სავარუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა არჩილ დევრიშაძემ მოქალაქე რომან ქათამაძეს ესროლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ქათამაძემ გაქცევა მოახერხა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„არჩილ დევრიშაძე ტაქსით მოვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ვუთხარი რატომ მაგინებ მეთქი. რას ჰქვია რატომ გაგინებო. ამოიღო იარაღი, გადატენა და გაისროლა. ამ დროს მე ღობეზე გადავხტი და გავიქეცი“, - ამბობს რომან ქათამაძე.

მისივე თქმით, არჩილ დევრიშაძემ ის რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე გააჩერა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. რა გახდა პოლიციელის მხრიდან მუქარის მიზეზი, მისთვის უცნობია. თვითმხილველების თქმით, გუშინდელი თავდასხმის დროს  არჩილ დევრიშაძე ამბობდა, რომ რომან ქათამაძეს ორი დღე ეძებდა.

„აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომელმა ორი ტყვია გაისროლა და შემდეგ გაიქცა. მათივე თქმით, შემთხვევის დროს ქუჩაში ბავშვები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]