weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

თიანეთში ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა

10:53 კვირა, 23 ივლისი 2017

თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთში დაღუპული მფრინავის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში 22 წლის მფრინავის ფორმის და ფოტოების გამოფენა მოეწყო. საქართველოს ეროვნული გმირის პატივსაცემად კონცერტიც გაიმართა.

პარკისა და მემორიალის გახსნას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც დაესწრნენ.

ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. 1988 წელს მან რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩააბარა. 1989 წლის 9 აპილის ტრაგედიის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. ზურაბ იარაჯულმა „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა.

22 წლის ზურაბ იარაჯულმა 25-მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა, ბოლო 1993 წლის 13 ივლისს იყო, როდესაც აფხაზეთში, სოფელი შრომა რუსული სამხედრო შენაერთებისგან იბომბებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღეს ზურაბ იარაჯულმა რამდენიმე გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. კოპიტნარიდან ის შევსებული შეიარაღებით აფრინდა. მის თვითმფრინავს რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა მოხვდა.

ცეცხლმოკიდებული „სუ-25“-დან ზურაბ იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გუმისთის ტყეში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩეჩენმა მებრძოლეებმა ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქციეს. 22 წლის მფრინავი, კაპიტანი იარაჯული გეგუთის ტყეში გმირულად დაიღუპა.

2013 წლის 19 სექტემბერს ზურაბ იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]