„როგორ შეიძლება არაპლურალისტურ მედიაგარემოში დაადანაშაულო საქართველო, როდესაც მაუწყებლობა არავის ეზღუდება. კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოში სატელიტურ თეფშებს აყადაღებდნენ და მედია იყო სრულად კონტროლირებადი ხელისუფლები მხრიდან. კარგი იყო არასამთავრობოებს მაშინაც გაეკეთებინათ განცხადება როდესაც სრულად იყო მედია მონოპოლიზირებული სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო თანამეგობრობას წერილით მიმართა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან.