weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში შენობის დემონტაჟის დროს მუშა ნანგრევებში მოჰყვა და გარდაიცვალა

10:39 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

თბილისში, დიდუბის რაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს ერთი მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ორი მუშა კედლის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში მოჰყვა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.

მეორე მუშა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ დიდ დიღომში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან 27 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. მამაკაცის გადმოვარდნა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია. 30 მაისს მუშა დაიღუპა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზეც, სადაც ის მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.

საქართველოს პროფესიული კავშირის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს მშენებლობაზე 9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული მძიმედ დაშავდა. ამავე მონაცემებით, გასული ორი წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის გამო, 122 მომუშავე გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]