weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„შირაქის პროდუქტის“ მაღაზია სადაც ტარაკნები აღმოაჩინეს, დაიხურა

17:36 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „შირაქისპროდუქტის“ ქსელის მაღაზია, სადაც ტარაკნები აღმოაჩინეს, დახურულია. ობიექტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დღეს შეამოწმეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სანიტარული ნორმების დარღვევის გამო მაღაზიის მფლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცა.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მაღაზიაში არსებულ პროდუქტზე ტარაკნები დადიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]