weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აფხაზეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი რუსი ტურისტი დაიღუპა

12:44 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი რუსი ტურისტი დაიღუპა. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლის მიზან ლომიას განცხადებით, დაღუპულები დღეს დილით, ტყეში იპოვეს. მაშველებმა დაშავებული ქალიც აღმოაჩინეს.

ლომიას ცნობით, აფეთქების დროს, საწყობის ახლოს რუსი ტურისტები ცხენებით სეირნობდნენ. დაღუპულები ქალები არიან. ისინი აფხაზეთში სანკტ-პეტერბურგიდან იყვნენ ჩასულები. რაც შეეხება დაშავებულს, ქალს ხელი აქვს მოტეხილი.

ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი სოხუმისა და გუდაუთას საავადმყოფოებში იმყოფებიან.

საბრძოლო მასალა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწყობში 2 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე აფეთქდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]