weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

14:49 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

პოლიციამ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest-ი მიმდინარეობს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ს.რ. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბრალდებულს მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი ჰყავდათ დაკავებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ GEM fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გადაიყვანეს, რომელიც გარდაიცვალა. საავადმყოფოში მოათავსეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. წინასწარი შეფასებით, ახალგაზრდები დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის გამო გახდნენ ავად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]