ინფიცირებულ პედაგოგს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა განაცხადა, პატრიკეთის სკოლაში სწავლა მაშინ განახლდება, როცა ამისთვის რეკომენდაციას მიიღებენ.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 1132 ადამიანს აუღეს ნიმუში, საიდანაც 11-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალი შემთხვევები ძირითადად ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება.
ამ თემაზე:
აჭარაში კორონავირუსის 129 შემთხვევა დადასტურდა, თბილისში – 34, იმერეთში – 11