weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მესტიაში საქონლის ვეტერინარული სასაკლაო გაიხსნა

16:52 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩა 15 ა-ში საქონლის ვეტერინარული სასაკლაო გაიხსნა. მესაქონლეები ვალდებულები არიან ისარგებლონ აღნიშნული მომსახურების სერვისით. კანონის მიხედვით არ შეიძლება ხორც–პროდუქტების რეალიზაცია, რომლებსაც არ აქვს ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N2).

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ხორცის პირველადი გადამუშავების სტანდარტების დაცვა სურსათის უვნებლობის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის სასაკლაოების არსებობა.

საქართველოს მასშტაბით 90-მდე ცხოველთა სასაკლაო მოქმედებს, რომლებშიც ეტაპობრივად მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა.

სამომხმარებლო ბაზარზე მიკვლევადი და უვნებელი ხორცის მოხვედრის ძირითადი წინაპირობა ცხოველის სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკვლაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]