weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

18:34 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში რუსმა სამხედროებმა ამავე სოფელში მცხოვრები თენგიზ მიქავა დააკავეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესს“ ცნობით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თევზაობის დროს დააკავეს.

სოფელ ტყაიაში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელმა ედემ კეკუტიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შემთხვევა წუხელ მოხდა. მისი მტკიცებით, რუსი სამხედროები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

„თევზაობდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი არიან აქეთ გადმოსულები. იქ არის ერთი კუნძული, სადაც ტყეა. ისინი მავთულხლართებიდან აქეთ არიან გადმოსული, შესული არიან ტყეში, სადაც რაღაც კარავივით აქვთ გაეთებული ისე, რომ შორიდან არ ჩანს, მაგრამ ახლოს თუ მიხვალ ნახავ“, - ამბობს ედემ კაკუტია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

ბოლო ორი დღეში საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ, 9 აგვისტოს, რუსმა სამხედროებმა წალენჯიხის მკვიდრი უტა სამუშია გაიტაცეს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]