weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოფელ ხურჩასთან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გაავლეს

13:19 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გაავლეს. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, ბადრი ხუჯგურუას თქმით, სოფლის მცხოვრებლებმა 2 ჰექტარზე მეტი მიწა დაკარგეს.

„რუსთავი 2“-თან საუბარში, ხურჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მავთულხლართები გუშინ იმ ბოძების გასწვრივ გაავლეს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თვის წინ ჩაყარეს.

ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე საუბრობენ სოფელ ტყაიაშიც. გამგებლის წარმომადგენლის ედუარდ კეკუტიას თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 800 მეტრით არიან გადმოსულები და დაკავებული აქვთ ის ადგილები, სადაც ადგილობრივები ყანებს ამუშავებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ტყაიადან რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ თენგიზ მიქავა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თევზაობის დროს დააკავეს. მანამდე საოკუპაციო ძალებმა წალენჯიხის რაიონში უჩა სამუშია დააკავეს, რომელიც ე.წ. გალის იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]