weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ბორჯომში კვადროციკლის გადატრიალების შედეგად ქალი დაიღუპა

21:00 კვირა, 13 აგვისტო 2017

ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, კვადროციკლი, რომელზეც არაბი ტურისტები ისხდნენ, ტყეში გადატრიალდა. სატრანსპორტო საშუალებას ადგილობრივი მართავდა.

გარდაცვლილი და დაშავებულები სავარაუდოდ ნათესავები არიან. ტელეკომპანია "ბორჯომის" ცნობით, ავტოსაგაო შემთხვევა პლატოს ტყიდან გოგირდის აბანოებამდე მიმავალ გზაზე მოხდა. დაშავებულები, რომელთა შორის ბავშვიც არის, ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტელეკომპანია ბორჯომი

მაუწყებლობს ბორჯომის რაიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძირითადად აშუქებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ასევე, ამზადებს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებს. ტელეკომპანიის ვებგვერდია http://borjomi.tv  

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]