weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე გაძარცვეს

10:57 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე გაძარცვეს. ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, სენ-დენის კომუნაში, „სტად დე ფრანსის“ მიმდიბარე ტერიტორიაზე მოხდა.

საქართველოს ელჩი ავტომაგისტრალზე ავტომობილების რიგში იცდიდა, როდესაც ორი ადამიანი სკუტერით მიუახლოვდა. მათ ავტომობილის ფანჯარა ჩაამტვრიეს და დიპლომატიური ჩანთა გაიტაცეს.

ინციდენტის შედეგად საქართველოს ელჩი არ დაშავებულა. Le Parisien-ის ცნობით, გატაცებული ჩანთა მოგვიანებით, ღამის საათებში, ახლოს მდებარე რაიონში იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]