weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცოლის ელექტროსადენით მკვლელობისთვის კაცს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

16:47 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ჯ. დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

სასამართლოს განმარტებით, საქმე ეხება 2017 წლის 23 აპრილს თბილისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულმა ცოლი ელექტროსადენის ყელზე შემოჭერით მოკლა.

„ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ბრალდებული  სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“,- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 21, ხოლო 2015 წელს 16 ქალი მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]