ცეცხლი ე.წ. დაშლილების ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, დავით გელაშვილის განცხადებით, ავტომობილების ნაწილს საწვავის ავზი ჰქონდა, ადგილზე იყო გაზის ბალონებიც, რამაც აფეთქებები გამოიწვია. მისივე ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.