weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სიღნაღში ავტორბოლის მონაწილე ავტომობილი დაიწვა

15:07 კვირა, 20 აგვისტო 2017

სიღნაღში, ავტორბოლის მიმდინარეობის დროს, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, წნორი - სიღნაღის გზაზე აღმართის დაძლევის დროს ავტომობილს ზეთის გაჟონვის შედეგად ცეცხლი წაეკიდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში რკინის დამცავ ჯებირს დაეჯახა.

რბოლის ორგანიზატორთა განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.

ავტორბოლა დღეს, 12:00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ არსებული მოედნიდან დაიწყო და მასში პროფესიონალი მრბოლელები მონაწილეობდნენ. მათ 4,39 კილომეტრიანი გზა უნდა გაევლოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]