weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

რუსეთის მესაზღვრეებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

19:58 შაბათი, 26 აგვისტო 2017

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მ. ცუშბაია დააკავეს. "სპუტნიკის" ინფორმაციით, ცუშბაიას დაკავება გალის რაიონის სოფელ თაგილონში მოხდა.

"1975 წელს დაბადებულმა მ. ხ. ცუშბაიამ გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების გარეშე განზრახ დაარღვია საზღვრის გადაკვეთის წესი. საქართველოს აღნიშნულმა მოქალაქემ აფხაზეთის კანონმდებლობა მეორედ დაარღვია. 2015 წელს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო ცუშბაიას მიმართ აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით მისი აფხაზეთის ტერიტორიიდან გაძევების თაობაზე", - ციტირებს "სპუტნიკი" რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების განცხადებას.

"სპუტნიკის" ცნობით, საქართველოს მოქალაქე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "კომპეტენტურ ორგანოებს" გადასცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]