weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება

11:51 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017
ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპისკოპოსი ლეონიდი ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპისკოპოსი ლეონიდი

ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპისკოპოსი ლეონიდი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მშენებლობის საკითხი განიხილა.

ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეპისკოპოსი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 29 აგვისტოს, ბიბილოვის მიწვევით ჩავიდა. მან განაცხადა, რომ ტაძრის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

„დღეს მქონდა ეკლესიის დათვალიერების შესაძლებლობა. გუმბათი და სამრეკლო უკვე აღმართულია. ტაძარი 58-ე არმიას ეკუთვნის. მას რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები და რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ეწვევიან ხოლმე. ტაძრის კარი, რა თქმა უნდა, ღია იქნება სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებისთვის“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ეპისკოპოს ლეონიდს დიდი წვლილი მიუძღვის ტაძრის მშენებლობასა და მართლმადიდებლობის განმტკიცებაში. მისივე თქმით, მართლმადიდებლობა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ხალხს აერთიანებს.

ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარს 2016 წლიდან აშენებენ. მშენებლობაზე 50 მილიონი რუბლი დაიხარჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]