weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მუსლიმები ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

10:01 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017
მუსლიმები ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ ფოტო © ბათუმელები"

მუსლიმები დღეს ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. დილის ლოცვის შემდეგ, მუსლიმები პირუტყვს კლავენ და საქონლის ხორცს ანაწილებენ. ხორცს სოციალურად დაუცველ მოსახლეობასაც დაურიგებენ.

შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი - სულ მცირე ორი წლის.

ყურბან - ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.

ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოდან მექასა და მედინაში წმინდა მიწების მოსალოცად პილიგრიმები გაემგზავრნენ.

ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. ყურბან-ბაირამის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]