weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს 

11:29 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე რამაზ გერლიანი სამართალდამცველებმა იპოვეს. როგორც მან გამთენიისას, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სურამში იმყოფებოდა და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით მოძრაობდა.

გერლიანის თქმით, თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული, თუმცა პოლიციელებმა მიუსწრეს. 

რაც შეეხება სახლიდან წასვლის მიზეზს, როგორც გერლიანმა თქვა, ამასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გააკეთა განმარტება.

„მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელის, გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტოვით დაკითხვა და ასე შემდეგ. ჩემი ნებით ვიყავი წასული“, – განაცხადა გერლიანმა ჟურნალისტებთან. 

რამაზ გერლიანს 19 დეკემბრიდან ეძებდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის გადაღლილია და მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, განცხადებას თავად გააკეთებს.

რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე და ასევე, მის მიმართ სავარაუდო უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე წერდა. ის ამბობდა, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციასაც მიმართა, თუმცა საქმეს არ იძიებდნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]