weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სტიქიის შედეგად სვანეთში ორი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

14:06 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ღელეები ადიდდა და საავტომობილო გზებზე გადმოვიდა. წაღებულია მულახის თემის სოფელ ჭოლაშთან და ლენჯერის თემის სოფელ ქურელთან დამაკავშირებელი გზები, რის გამოც 48 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

გამგებლის წარმომადგენლის, ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, ლენჯერში კაერის ღელე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც სოფელ კაერთან სამანქანო გზაზე გადაადგილება გართულებულია. მისივე თქმით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია მესტია-უშგულის გზაზეც.

სტიქიის ადგილებში ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

უხვმა ნალექმა მესტიის მუნიციპალიტეტი 1-ელ სექტემბერსაც დააზარალა. ადიდებულმა მდინარე მესტიაჭალამ და მისმა შენაკადებმა მესტიაში, ბეჩოში, ლენჯერსა და მულახში ხიდები წაიღო. ბეჩოს თემში შემავალ სოფელ მაზერთან კი მეწყერი ჩამოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]