სექტემბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

ზესტაფონში 500 ევროიანი ყალბი კუპიურების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

12:41 - 08 სექტემბერი 2017 hits 151

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალაქ ზესტაფონში, სავალუტო ჯიხურში ვალუტის გადაცვლისას 2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com