weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ევროკავშირში როუმინგის ტარიფი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაუქმდეს

12:07 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგის ტარიფის გაუქმებაზე საუბრობენ. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი წერს. ჟურნალისტის ცნობით, ეს ევროკავშირის გრძელვადიანი მიზანია და საკითხის განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, 2017 წლის ნოემბერში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის გადასახადი გაუქმდა. 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნების მცხოვრებლები ევროკავშირის საზღვრებში გადაადგილებისას, მობილური ტელეფონით დარეკვისა და შეტყობინებების გაგზავნის დროს სამშობლოში არსებული ტარიფით სარგებლობენ. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]