weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქობულეთში სავარაუდოდ პოლიციელებმა 4 ადამიანი ცემეს

15:28 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

11 სექტემბერს, გვიან ღამით, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე 4 ახალგაზრდა ცემეს. ტელეკომპანია TV25 დაზარალებულებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახალგაზრდებს თავს სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ. დაზარალებულებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ, ერთს ტვინის შერყევა დაუდგინდა, ორს კი გადაადგილება უჭირს.

„გუშინ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მე, ჩემი ძმა და ორი მეგობარი გავედით პარკში. კლუბი დაკეტილი იყო და უკან წამოვედით. გზად ძველი შენობაა, იქ დაახლოებით 8 ადამიანი შევნიშნეთ, სირბილით მოდიოდნენ. მანამდე ისიც დავინახეთ, რომ პიკაპი ჩვენ მხარეს გადმოვიდა და შუქები ჩააქრო. რომ მოგვიახლოვდნენ, სასტიკად გვცემეს. ოთხნი ვიყავით, ვერ ვახერხებდით თავის დაცვას. შევამჩნიეთ, რომ მაისურზე შსს–ს ეწერათ. ცემის შედეგად გონება დავკარგეთ. აზრზე რომ მოვედი, ქუჩაზე გადმოვირბინე და ვყვიროდი, გვიშველეთ, პოლიციელებმა გვცემეს მეთქი. ერთ–ერთ ადგილობრივს გაუგია და დაურეკავს 112–ზე. მერე რა მოხა, აღარ მახსოვს“, – ციტირებს TV25 ერთ–ერთი დაზარალებულის კომენტარს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში TV25–ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო და ინციდენტში მონაწილე პირების დადგენა მიმდინარეობს.

დაზარალებულების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ცემეს რესტორნის დაცვის თანამშრომლები, თუმცა რესტორნის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]