weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება

18:20 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.

13 სექტემბერს, 11:00 საათზე სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული დიდი მასივების შეწამვლა დაიწყება. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდოს იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიურად დამუშავება განხორციელდება.

„ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც მოხდა მოსახლეობის ინფორმირება. უნდა მოერიდონ და მოარიდონ პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებით, მავნებლის პოპულაციის ზრდა დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფრმაციით, იქ, სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებებისამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება.

ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

დღეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ედიშერ თოლორაიამ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი დააყენეს.„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლებას ზარალიც კი არ აქვს დათვლილი. პარტიის წევრთა მონაცემებით, სამეგრელოში თხილის მოსავლის შემთხვევაში ზარალმა, სავარაუდოდ, 45 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]