ნოემბერი 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

ქალის ქამრით ცემაში ბრალდებული მამაკაცი – ციხეში ყოფნა აღარ შემიძლია

23:07 - 12 სექტემბერი 2017 hits 1713
ქალის ქამრით ცემაში ბრალდებული მამაკაცი – ციხეში ყოფნა აღარ შემიძლია ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 27 წლის მამაკაცი, რომელიც ქალის ქამრით ცემაშია ბრალდებული. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს მამაკაცსა და ქალს შორის შერიგების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, ბოდიშს იხდის ძალადობის გამო და პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

„ბატონო მოსამართლე, ღმერთს გეფიცებით, რომ აღარასოდეს გავიმეორებ, ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. აღარ შემიძლია ციხეში ყოფნა, იქ ნუ გამიშვებთ და თუ გინდათ სასჯელს ახალციხის იზოლატორშიც მოვიხდი“, – ციტირებს ბრალდებულის მიერ სხდომის დარბაზში გაკეთებულ განცხადებას „სამხრეთის კარიბჭე“.

მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, ის პროკურატურას მიმართავს.

შეგახსენებთ, 27 წლის მამაკაცს ბრალი ედება იმ ქალის ცემაში, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს. მამაკაცი ქალის ცემაში დაპატიმრებამდეც იყო მხილებული, 30 აპრილსა და 8 ივნისს შემაკავებელი ორდერებიც გამოიყენეს, თუმცა 23 ივლისს ქალი ქამრით ცემა.

მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი