weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა

15:50 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.

მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა. ის მარნეულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაახლოებით ერთი საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზეც, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე გზა გადაკეტილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]