weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ბადაგონის“ ქარხნის გზის მოასფალტებისთვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო

14:09 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

ახმეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს „ბადაგონის“ ღვინის ქარხანასთან მისასვლელი გზის მოასფალტებისათვის 100 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მანამდე, ერთი კვირით ადრე, კომპანია „ბადაგონმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, კომპანია „ბადაგონის“ ღვინის ქარხნის ყურძნის მიმღებ განყოფილებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტებისთვის, რომლის სიგრძე 334 მეტრია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 668 ლარია გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებები 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე მიიღება. გზის მოასფალტება 2017 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა კავკასიის რეგიონში. კომპანია ოპერირებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე, თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მეღვინეებთან და ლაბორატორიებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]