weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ყველაფერი, რაც მწვანე ბარათის (Green Card) ლატარიის შესახებ უნდა იცოდეთ

18:46 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2023

მწვანე ბარათის გათამაშება უკვე დაიწყო. ბევრი ადამიანის სურვილია შეერთებულ შტატებში მუშაობა, ცხოვრება. ამ მიზნის რეალობად ქცევისთვის კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს The Diversity Visa Program-ს, რაც მწვანე ბარათის ლატარიის სახელითაა ცნობილი. პროგრამა გასული საუკუნიდან იღებს სათავეს. ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.

მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე - მწვანე ბარათის გათამაშება იწყება - რა უნდა ვიცოდეთ?

აშშ-ში ცხოვრების მსურველთათვის ახლა ყველაზე განსაკუთრებული პერიოდია. ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა მწვანე ბარათის აპლიკაციების მიღება 4 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით გამოაცხადა. მოგზაურობის გამარტივების ციფრული პლატფორმა eConsul კი ამ პერიოდის განმავლობაშიც აქტიურადაა ჩართული საემიგრაციო პროცესების მიმართულებით. მწვანე ბარათის გათამაშება და მასში მონაწილეობა, შესაბამისი წესების დაცვასა და მონაცემთა სიზუსტით შეყვანას გულისხმობს. 

მიმდინარე წელს, გათამაშებაში მონაწილეთათვის ჯამში 55000 DV ვიზა ბიულეტენია ხელმისაწვდომი. გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია აპლიკანტები აკმაყოფილებდნენ ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა განათლება (მნიშვნელოვანია გქონდეთ საშუალო განათლების ატესტატი ან მასთან გათანაბრებულო დოკუმენტი). ასევე, აუცილებელია, რომ პროგრამის თითოეული მონაწილე დაბადებული იყოს კვალიფიცირებულ ქვეყანაში.

თუ თქვენ დაიბადეთ ისეთ რეგიონში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია, ამ შემთხვევაშიც არსებობს რამდენიმე ალტერნატივა: თუ გყავთ მეუღლე, რომელიც დაიბადა იმ ქვეყანაში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ან მშობელი, რომელიც პროგრამისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში დაიბადა. გამარჯვებულ აპლიკანტებს შემთხვევითობის პრინციპით კომპიუტერი შეარჩევს.

eConsul და მწვანე ბარათის გათამაშება

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ განახლებული ვებ-ბრაუზერი, რათა თავიდან აიცილოთ სისტემური პრობლემები. განაცხადის გაკეთების შემდგომ კი მნიშვნელოვანია, რომ შეინახოთ დასტურის გვერდი და უნიკალური კოდი. ამით შემდგომ შეძლებთ სისტემაში შესვლას და განაცხადის სტატუსის შემოწმებას. მწვანე ბარათის პროგრამაში განაცხადის სრულყოფილად შესავსებად აუცილებელია მიუთითოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მოთხოვნილია აპლიკაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი დისკვალიფიცირდება.

მწვანე ბარათის აპლიკაციის აუცილებელი ნაწილი ფოტოსურათია. ePhoto სწორედ იკონსულის მწვანე ბარათის გათამაშების სერვისის ნაწილია და მათთვის შეიქმნა, ვისაც აპლიკაციის მეშვეობით კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად სურს ფოტოს გადაღება, საკუთარი მობილური მოწყობილობით. იკონსულის მთავარი მიზანია, რომ განაცხადი იყოს აშშ-ს საემიგრაციო სამსახურის მიერ გაწერილი სტანდარტების შესაბამისი, დაწყებული ფოტოდან, დასრულებული ტექსტური ინფორმაციით.

გარდა ფოტოს გადაღების გამარტივებული სერვისისა, იკონსულის მეშვეობით, მწვანე ბარათის შევსების პროცესი გაცილებით საიმედოა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • აპლიკაციები მაქსიმალური სიზუსტით ივსება
  • მონაცემები ინახება შემდგომი გათამაშებისთვის
  • გამარჯვების შემთხვევაში აპლიკანტები საემიგრაციო სერვისებზე 20%-იან ფასდაკლებას იღებენ

იკონსულის მეშვეობით აპლიკაციის შევსების ღირებულება ფუნქციების მიხედვით განსხვავებულია. მწვანე ბარათი და მისი შევსების სერვისი მოიცავს როგორც გამარტივებულ ფორმას, აპლიკაციის კომპანიის საშუალებით ონლაინ გაწერას ან ადგილზე შევსებას.

გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ, რომელიც სრულად ონლაინ ოპერირებს დაამატა ადგილზე მომსახურების სერვისიც. მათ, ვისაც აინტერესებს მწვანე ბარათი და სურს, რომ ადგილზე შეძლონ განაცხადის შევსება, გალერეა თბილისის პირველ სართულს შეუძლიათ ეწვიონ 7 ნოემბრის ჩათვლით.

მწვანე ბარათი და სანდოობა

მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ბარათის შევსებისას მიმართოთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც კარგი რეპუტაციით სარგებლობენ და აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია. 

იკონსულის გუნდის წევრებს აქვთ 20 წლიანი გამოცდილება ტურისტული და სავიზო მიმართულებით. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2021 წელს, კოვიდ პანდემიის დროს, როცა მოგზაურობა იყო შეზღუდული, შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი visa.

სივრცე ემსახურება ვიზებთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიმოცვლას. ჯგუფისა და, ასევე, სერვისებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ განაპირობა eConsul-ის დაარსება, რომელიც ადამიანებს ეხმარება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სავიზო პროცედურები მარტივად და კომფორტულად განახორციელონ. 

[R] „eConsul"-ის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]