weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ►რაჭა-ლეჩხუმში 202 %-ით, მთიანეთში 52 %-ით, გურიაში 61 %-ით

17:57 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017
სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ►რაჭა-ლეჩხუმში 202 %-ით, მთიანეთში 52 %-ით, გურიაში 61 %-ით ფოტო © გიორგი ნიკოლავა

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გარდაიცვალა 345 ადამიანი, დაიბადა მხოლოდ 114. ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 202 %-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, ოთხივე რაიონში ერთად, თვეში 19 ბავშვი იბადება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში მცხეთა-მთიანეთში გარდაიცვალა 705 ადამიანი, დაიბადა 464 (სხვაობა 52%). გურიაში გარდაიცვალა 929 ადამიანი, ცოცხლად დაიბადა 577 (სხვაობა61%).

იმერეთში 4700 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 40 %-ით მეტია დაბადებულებზე (3352); სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაიცვალა 2 569 ადამიანი, რაც დაბადებულებზე 36%-ით მეტია (1889); კახეთში 2 402 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დაბადებულებს 28%-ით აღემატება (1874); შიდა ქართლი 1 781 გარდაცვლილია რეგისტრირებული, რაც დაბადებულებზე 12%-ით მეტია (1588); სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 7 %-ით მეტია (917) დაბადებულებზე (855).

დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას მხოლოდ თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში აღემატება. 2017 წლის ექვს თვეში თბილისში დაიბადა 9435 ბავშვი, გარდაიცვალა 7117 ადამიანი (სხვაობა 24 %); აჭარაში ცოცხლად დაიბადა 2714 ბავშვი, გარდაიცვალა 2144 ადამიანი (სხვაობა 21 %); ქვემო ქართლში დაიბადა 2681 ბავშვი, გარდაიცვალა 2345 ადამიანი (სხვაობა 12 %).

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სულ 25 543 ადამიანი დაიბადა, 25 954 კი გარდაიცვალა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, 2 128 600 ადამიანი საქალაქო ტიპის დასახლებებში, 1 589 600 კი სასოფლო დასახლებებში.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, რეგიონებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2002 წლის აღწერასთან შედარებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა (37%) და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (29 %) ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარაში (10 %).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]