weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ქართველი სტუდენტის თქმით, აფხაზეთის ქვეყნად მოხსენიების გამო იტალიაში სწავლას წყვეტს

14:58 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი ქრისტინა არაქელოვა აცხადებს, რომ ორწლიან სტიპენდიაზე უარს ამბობს და საქართველოში ბრუნდება. სტუდენტმა ეს გადაწყვეტილება რონდინეს პროგრამის წარმომადგენლების გამო მიიღო, რომლებიც აფხაზეთს ოფიციალურ შეხვედრებზე დამოუკიდებელ ქვეყნად მოიხსენიებენ. არაქელოვას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის დროშა სასწავლებლის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დროშის გვერდით ჰკიდია.

„მე, ქრისტინა არაქელოვამ, გადავწყვიტე პროტესტის ნიშნად დავტოვო ეს პროგრამა და დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის უპირველესი და ეს იქნება ჩემი პროტესტი ამ პროგრამის, ამ ორგანიზაციის და ამ პოლიტიკური ხედვის მიმართ. მე ვბრუნდები საქართველოში და უარს ვამბობ ორწლიან სწავლებაზე იტალიაში“, - ამბობს ქრისტინა არაქელოვა.

ქართველმა სტუდენტმა იტალიური ასოციაცია „რონდინე, მშვიდობის ციტადელის“ (Rondine Cittadella della Pace) სტიპენდია წელს მოიპოვა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კონფლიქტური ქვეყნებიდან სწავლობენ იტალიაში და ცხოვრობენ რონდინეს კამპუსში, რათა შექმნან მშვიდობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]