weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქვახვრელში სასმელი წყლის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები დააკავეს

18:20 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017
ქვახვრელში სასმელი წყლის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები დააკავეს ფოტო © Qartli.ge

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდებას და მუნციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, წყლის სისტემის გაყვანის სამუშაოები, რომელიც 2016 წელს დაიწყო, შეწყვეტილია და მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

„წყლის გაკეთებას შეგვპირდნენ. გადათხარეს და წავიდნენ. მუშებს ოთხი თვის ხელფასი არ მისცეს. სოფელში სამუშაოები მიტოვებულია და სად რა არის გასაკეთებელი კაცმა არ იცის“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, აქციის გამო ტურისტები უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც გორის პოლიციამ აქცია დაშალა და ორი ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]