weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

14:05 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

კახეთში ქართული ღვინის კვირეული გურჯაანიდან დაიწყება. 6 ოქტომბერს, კურორტ ახტალას მიმდებარე ტერიტორიაზე „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017“ გაიმართება. 13:00-დან 17:00 საათამდე ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქვევრის და 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნის მიერ წარმოებული ღვინოები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ კახური ღვინო, დაათვალიერონ ქართული ღვინის ისტორიის პავილიონები.

ფესტივალზე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ფოლკლორის კონცერტი.

ღვინის ფესტივალი გურჯაანში პირველად ტარდება. ფესტივალის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]