weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ბიბლიოთეკარების როლის გასაძლიერებლად ახალი პროექტი განხორციელდება

17:25 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

ბიბლიოთეკების განვითარებისა და ბიბლიოთეკარების როლის გასაძლიერებლად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ახალი პროექტი დაფინანსდა.

პროექტს „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს და მისი მიზანი სოციალური მიმართულებით სოფლის ბიბლიოთეკარების გადამზადებაა, რათა სოფლად ბიბლიოთეკარი გახდეს არამხოლოდ ინფორმაციის გამცემი, არამედ შეეძლოს დაეხმაროს მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, დააკვალიანოს და კონსულტაცია გაუწიოს მათ სოციალური დახმარების მიღების სურვილის შემთხვევაში. 

ახალ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი თელავში ახალი, საპილოტე პროექტის მონაწილე ბიბლიოთეკარებს შეხვდა. მისი თქმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საბიბლიოთეკო ასოციაციას და ბიბლიოთეკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმეეტაპიანი მხარდაჭერა ჰქონდა - ეს იყო სოფლის ბიბლიოთეკების წიგნების ფონდის განახლება, ინტერნეტიზაციის რამდენიმე ეტაპი, მაგრამ ახლა, დამატებით, სრულიად ახალი ფუნქცია შეიძინეს სოფლის ბიბლიოთეკებმა. 

"ფაქტობრივად ახლა ბიბლიოთეკები გარკვეული მიზიდულობის ცენტრად ყალიბდებიან სოფლებში და ბიბლიოთეკარებმა შეიძინეს სრულიად ახალი ფუნქცია - რეალურად ასრულებენ მოსახლეობის დამხმარეების როლს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში და პრაქტიკულად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება სოფლის ბიბლიოთეკების და სოფლის ბიბლიოთეკარების მნიშვნელობა. ისინი ქმნიან არაერთ პროექტს საკუთარი სოფლებისთვის და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება მათი იდეების რეალიზებაში,” - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 

პროექტში გათვალისწინებულია თემის მობილიზაციის ტრენინგის შედეგად გადამზადებული ბიბლიოთეკარების მიერ სათემო პროექტების მომზადება, მათგან 5 საუკეთესო პროექტის შერჩევა და განხორციელება, ასევე ტრენინგის ჩატარება ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რათა მათ შემდგომში მხარი დაუჭირონ ახალ ინიციატივებს. 

საპილოტე პროექტში ჩართულები არიან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული სხვა პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მონაწილე ბიბლიოთეკარები, რომლებიც მომზადებული არიან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამასთან თანამშრომლობით. 

პროექტი 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]