weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გორის მაჟორიტარის მეუღლის კომპანიას წყალტუბოში 4453 კვ.მ მიწა 1 ლარად გადაეცა

12:56 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 4453 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა შპს „შარას“ საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა. კომპანიის 1/3 წილის მფლობელია პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის მეუღლე ციცინო კალანდაძე.

კომპანიისთვის მიწის ნაკვეთისა და 1210 კვ.მ განაშენიანების შვიდი შენობა-ნაგებობის პირდაპირი წესით გადაცემა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №495 განკარგულების საფუძველზე, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა. „შარას“ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში იმავე წლის 6 მაისს დარეგისტრირდა. 

განკარგულების თანახმად, „შარამ“ გადაცემულ ქონებაზე 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა, რისთვისაც 352 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

შპს „შარა“ 2002 წლის 12 აპრილს შეიქმნა. კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია პარლამენტის მაჟორიტარი წევრის იოსებ მაკრახიძის მეუღლე - ციცინო კალანდაძე, რომელიც კაპიტალის 33 %-ს ფლობს. 

ბიზნესმენი იოსებ მაკრახიძე საქართველოს პარლამენტში გორის №41 მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული დეპუტატია. იგი ფლობს კაპიტალის 40 %-ს კომპანია „იბოლია“-ში, სადაც 30 %-ის მფლობელები არიან მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ, გორის მაჟორიტარი და მისი კომპანიები „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლებიც იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლია“-მ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]