weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13:38 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი გულისხმობს ბაღის მთლიანი ტერიტორიის, დაახლოებით 25 ჰექტრის კეთილმოწყობას, ადმინისტრაციული შენობის და ბაღის ღობის აღდგენას, ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სანერგე მეურნეობის მოწყობა, საპირფარეშოს განთავსება და საჯინიბოს შენობის განახლება. ჩატარდება არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები. მოხდება მებაღის სახლის რეკონსტრუქცია, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენა, სასმელი წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც.

ახალ დატვირთვას შეიძენს ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის შენობა. XX საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ნაგებობის რეაბილიტაციის შემდეგ პირველ სართულზე საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზი, ექსპოზიციის საცავი ოთახი და სველი წერტილები მოეწყობა. მეორე სართულზე კი განთავსდება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისები, სამეცნიერო-სამუშაო ოთახი, ჰერბარიუმენის საგამოფენო სივრცე. ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეტერია.

რაც შეეხება სანერგე მეურნეობის შენობას, პროექტით გათვალისწინებულია სამეცნიერო და სელექციური მუშაობისთვის 2000 კვ.მ.-ის ფართობზე მცირე სანერგე მეურნეობის მოწყობა, ამ ტერიტორიაზე დაიდგმება დამხმარე ნაგებობა, სადაც განთავსებული იქნება ინვენტარის და თესლების შესანახი სათავსოები.

ბოტანიკური ბაღის პროექტირება უკვე დასრულდა და რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 994 513 ლარია. წინადადებების მიღება 3 ნოემბერს იწყება და 7 ნოემბერს დასრულდება, ხოლო რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების ვადად პროცესის დაწყებიდან 18 თვე განისაზღვრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]