weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

14:39 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე (თუშეთის გზა) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. 

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132  მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის  შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ188–კმ198 (უშგული–ლასდილი) და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ142–კმ157 (ცანა–ლასდილი) მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მე–7 კმ-ზე კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდინარე ჩხერიმელა, რომელმაც წაიღო მიწის ვაკისი. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე. 

ძლიერი ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]