weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„როშენის“ შოკოლადში მატლები აღმოაჩინეს

16:58 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

თბილისში, ვაჟა-ფშაველას N2-ში მდებარე მაღაზია „სპარში“ შეძენილ „როშენის“ ფირმის შოკოლადში ცოცხალი მატლები აღმოჩნდა. momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, შოკოლადი „ქენდი ნათსი“ მაღაზიაში 10 ოქტომბერს, მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე შეიძინეს და ლაბორატორიულად შეამოწმეს.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შოკოლადის ზედაპირი ობიანი იყო, რაც ვადაგასული პროდუქტისთვის არის დამახასიათებელი, შიგთავსში კი ცოცხალი მატლები აღმოჩნდა.

ლაბორატორიული დასკვნის შესახებ მაღაზიას და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა. momxmarebeli.ge სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესაბამის რეაგირებას და პროდუქტის შემოწმებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]