weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

24 წლის გოგოს მოტაცებაში ბრალდებულებს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

10:31 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 24 წლის გოგოს მოტაცებაში ბრალდებულ ორ მამაკაცს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წელი პირობითი მსჯავრი და 3 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. შვიდწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა კიდევ ერთ მამაკაცს, რომელიც სასამართლომ დანაშაულის თანამონაწილედ სცნო.

ქალაქ გურჯაანში, 27 წლის გ. ც-შვილმა 24 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით 2017 წლის 11 აპრილს მოიტაცა. გოგო სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს. მომდევნო დღეს მოტაცებულ გოგოს პოლიციამ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მიაკვლია.

მეგობრების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც გოგონას ცოლად შერთვა სურდა, მოტაცებამდე მას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა. მოტაცებამდე რამდენიმე თვით ადრე, იანვარში, გოგონამ დახმარების მიზნით, პოლიციასაც მიმართა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]