weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერმა სახლი დაანგრია

14:17 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინიძეებში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. მეწყერი გუშინ, საღამოს 8 საათზე ჩამოწვა, რა დროსაც ბაჯალიძეები ოჯახის ორი წევრი სახლში იმყოფებოდა. „ჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

„მოულოდნელად ძლიერი ხმა გავიგეთ, სახლმა ნგრევა დაიწყო, კედლები დასკდა და ქვები გადმოიყარა, ძლივს გამოვასწარით შენობიდან“, - განაცხადა ოთარ ბაჯალიძემ.

მისივე თქმით, მეწყერის შედეგად დაინგრა ბოსელი და მოკლულია პირუტყვი.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ბაჯელიძეების, ასევე ბერიძეებისა და მანველიძეების ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. როგორც გამგეობაში აცხადებენ, გეოლოგიურმა სამსახურმა დაზიანებული კერების შესწავლა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]