weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში მოგზაურობს

13:45 ორშაბათი, 08 მაისი 2017

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება. მისი ვიზიტის ამსახველ ფოტოს, სადაც ლუჟკოვი მამა სერაფიმესთან ერთად იმყოფება, ანდრო ივანოვი აქვეყნებს.

ლუჟკოვი საქართველოში მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან და მოსკოვის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან ლეონიდ ბოჩინთან ერთად მოგზაურობს.

„სტუმრები უკვე იმყოფებოდნენ 13 ასურელი მამის ეკლესიაში, სოფელ ქანდაში. მათ სურდათ, მოესმინათ მამა სერაფიმეს (ბით ხარიბი) გალობა“, - წერს ივანოვი.

იური ლუჟკოვი მოსკოვის მეორე მერია. ის ამ თანამდებობას 1992 წლიდან 2010 წლამდე იკავებდა. რაც შეეხება ლეონიდ ბოჩინს, ის გარემოს დაცვის დეპარტამენტს 1997 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]