weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ზესტაფონის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა

10:30 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, მათგან 11 ბავშვია. საავადმყოფოში მოათავსეს ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებია, ბაღის დირექტორი და პედაგოგი. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი ტორტია, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს მკვეთრი ინტოქსიკაცია, მრავალჯერადი ღებინება და ზოგადი სისუსტე ჰქონდათ. შედარებით რთული იყო ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ზესტაფონის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საბავშო ბაღში საკვების შეტანა აკრძალულია და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]