weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

დაბა სიონის და სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება დასრულდა

11:52 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ დაბა სიონში 30 კილომეტრი სიგრძის, ხოლო ჩანადირთკარში 10.5 კილომეტრი საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც 652 პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება.

ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამადოვმა დაათვალიერეს.

„მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვახორციელებთ გაზიფიცირების სამუშაოებს და 2013 წლიდან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთო 200 ათასი აბონენტი. 2014 წელიდან კი, ქსელში დაერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა და მოსახლეობას აქვს საშუალებ ისარგებლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით“,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ენერგეტიკის სამინისტრის ცნობით, 2013 წლიდან თიანეთის მუნიციპალიტეტში „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინვესტიციამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის კი 7.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2013 წლიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 ათასამდე აბონენტს მიეცა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]