weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის დაკავება პატრულს ჩაწერილი არ აქვს – პროკურატურა

15:51 კვირა, 29 ოქტომბერი 2017

საქართველოს მთავარი პროკურატურა 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე აცხადებს, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი დაფიქსირებული არ აქვთ.

პროკურატურის განმარტებით, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ.

მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში. ამ კამერაზეც არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, მასზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ის არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პაატა პავლიაშვილის დაკავება.

პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედაგად აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, რომლის ვიდეოჩანაწერიც ამოიღეს, თუმცა იგი არ ფარავს პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.

შეგახსენებთ, რომ თვითმხილველები პაატა პავლიაშვილის დაკავების დროს პატრულ-ინსპექტორების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. უფლებადამცველები პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებით გადაღებული კადრების გასაჯაროებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით მათ აქცია პროკურატურასთანაც გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]