weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა გურამ კაშიას

10:08 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ცნობილია, კაშია საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ „ვიტესის“ კაპიტანს, ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა გუნდების კაპიტნების მსგავსად, მე-8 ტურის მატჩში ლგბტ თემის მხარდასაჭერი სამკლავური ეკეთა.

„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.

ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტანს გურამ კაშიას.“ - ნათქვამია მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]