უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.
მათივე ცნობით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40 დღიანი პატიმრობა შეეფარდა და დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა.
ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.